საჰაერო მოძრაობის მართვის პერსონალის კვალიფიკაციის კონტროლი

სმმ-ის მეთვალყურეების სწავლება და კომპეტენციის მართვა

შპს „საქაერონავიგაციაში“ საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეების სწავლების, კომპეტენციის შენარჩუნებისა და შეფასების პროცესების მართვა ეფუძნება ევროპულ სტანდარტებს. აღნიშნული პროცესები შესაბამისობაშია ევროკომისიის (EU) 2015/340 რეგულაციაზე დაფუძნებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის №234 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის“ მოთხოვნებთან.

2023 წელს შპს „საქაერონავიგაციამ“ წარმატებით გაიარა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების პროცესი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საჰაერო მოძრაობის მართვის სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.

 

სმმ-ის მეთვალყურეების სწავლება

შპს „საქაერონავიგაციაში“ საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეების სწავლება მიმდინარეობს სტრუქტურირებული სასწავლო პროგრამებით, რომლებიც მოიცავს თეორიულ მომზადებას, საწაფზე პრაქტიკულ სწავლებასა და სამუშაო ადგილზე მომზადებას.

სასწავლო სისტემა ითვალისწინებს სამეთვალყურეო პუნქტზე მომზადებას, განმეორებით სწავლებას, გადამზადებისა და მიზნობრივ სწავლებებს.

სწავლების დაგეგმვა ეფუძნება წინასწარ განსაზღვრულ სასწავლო მიზნებს, კომპეტენციის მოთხოვნებსა და შეფასების კრიტერიუმებს. სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან შესაბამისი კვალიფიკაციისა და დაშვების მქონე ინსტრუქტორები და შემფასებლები.

 

პერსონალის კომპეტენციის მართვა

საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეების პროფესიული კომპეტენციის შენარჩუნებასა და განვითარებას უზრუნველყოფს კომპეტენციის მართვის სისტემა, რაც მოიცავს კომპეტენციის მოთხოვნების განსაზღვრას, ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შეფასებას, გამოვლენილი ხარვეზების ანალიზსა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების შერჩევას.

კომპეტენცია მოწმდება თეორიული გამოცდებისა და სხვადასხვა ტიპის პრაქტიკული შეფასებების საშუალებით, დადგენილი პროცედურებისა და შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.

კომპეტენციის შეფასების შედეგების, საოპერაციო მონაცემებისა და სხვა შესაბამისი ინფორმაციის სისტემური ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება სწავლების საჭიროებები და მუშავდება შესაბამისი სასწავლო პროგრამები.

სწავლებისა და კომპეტენციის მართვის ერთიანი მიდგომა მიზნად ისახავს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა პროფესიული მზადყოფნის უზრუნველყოფას, საჰაერო მოძრაობის მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებასა და ფრენების უსაფრთხოების მუდმივ გაუმჯობესებას.